სასამართლოში გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი მიმდინარეობს

24.12.25 11:44
სასამართლოში გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიასა და ვასილ ქერდიყოშვილის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება.

სასამართლო საქმის არსებით განხილავს იწყებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ მოსამართლეს დღეს ჩვენებას ის პოლიციელები მისცემენ, რომელბმაც სამი თვის წინ გელა ხასაია დააკავეს. ამ წუთებში პროცესზე სამართალდამცველი სანდრო გოჩიტაშვილი იკითხება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა ზურა გირჩი ჯაფარიძეც. 

გელა არის დაჭერილი იმისთვის, რომ აღიზიანებდა პოლიციელებს...ხასიათი აქვს ეგეთი, რომ უსამართლობას ვერ იტანს და ყოველ ჯერზე, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვიღაცას ჩაგრავს, ესარჩლებოდა. ეგ იყო და ეგ. და მაგის გამო რამდენჯერმე გააფრთხილეს კიდევაც რომ დადგება დღე, როცა სისხლით დაგიჭერთო და უბრალოდ დაუდგეს ეს რაღაცა სცენა. ვის სჯერა, რომ 50 კილოგრამის წონის გელა ხასაიამ ვიღაც კაცს მოსტეხა მაჯა. სრული სისულელე ხო? მაგრამ ჰყავთ ვიღაცები მოყვანილი მოწმეები, რომლებმაბრალიც აღიარეს, ისინი გამოდიან გარეთ და გელას ადებენ ხელს, რომ ვითომ გელამ ჩვენთან ერთად იჩხუბა და ჩვენთან ერთად  სცემა ეს კაციო. დღესაც მოყვანილი ჰყავდათ გამომძიებელი, რომელიც რას ლაპარაკობდა თვითონ არ იცოდა. ჩვენებას იძლეოდა ოღონდ გონზე არ იყო რას ლაპარაკობდა. თან აღარც ვარ პოლიციაში, საქართველოს ბანკში გადავედიო და საქართველოს ბანკის ეიჩარი რას ფიქრობს არ ვიცი, ესეთი კაცი რომ ჰყავს სამსახურში აყვანილი" - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

  • ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები