მთავრობამ ონის მუნიციპალიტეტში 3,7 მილიონ კვ/მ ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყვიტა
მთავრობამ ონის მუნიციპალიტეტში 3,7 მილიონ კვ/მ ტერიტორიას ტყის სტატუსი შეუწყვიტა - ამის შესახებ მთავრობის 19 დეკემბრით დათარიღებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
„ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 6 ოქტომბრის N9496 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-22 მუხლის პირველი პუნქტის ,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ონის სატყეო უბანში მდებარე საერთო ფართობით 3,712,428 კვ/მ ტერიტორიას შეუწყდეს სახელმწიფო ტყის სტატუსი,"- ნათქვამია განკარგულების ტექსტში.