ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - იორმუღანლოს მკვიდრები მაჰმუდ ალიევის გათავისუფლებას ითხოვენ (აქცია სასამართლოსთან)
აქცია საქალაქო სასამართლოსთან - სოფელ იორმუღანლოდან ჩამოსული ადგილობრივები ბიზნესმენ აიდინ ჰამზაევის მკვლელობისთვის დაკავებული, მაჰმუდ ალიევის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ირწმუნებიან, რომ დაკავებული მაჰმუდ ალიევი უდანაშაულოა, ხოლო რეალური მკვლელი თავისუფლებაზეა.
ბიზნესმენი სოფელ იორმუღანლოში სამი წლის წინ მოკლეს. პოლციამ მომხდარზე მოკლულის ნათესავი 8 თვის თვის წინ დააკავა.
ჩემი შვილი ტყუილად დააკავეს. ჩემი შვილი არაფერ შუაში არ არის. ნათესავები ვართ ჩვენ (მოკლულის ოჯახი). ვინც მოკვდა, იმან ჩემი შვილიშვილი მონათლა. რატომ უნდა დაჯდეს ჩემი შვილი უდანაშაულოდ?"- ამბობს მაჰმუდ ალიევის მამა.
მთელმა სოფელმა იცის, რომ მაჰმუდ ალიევი დამნაშავე არ არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვნონ და მაჰმუდ ალიევი გათავისუფლდეს. მაგათ ერთმანეტში სადაო არ ჰქონდათ და არც ნაჩხუბრები იყვნენ"- ამბობს ოჯახის წევრი.
მკვლელობა იორმუღანლო 2022 წლის 21 სექტემბერს მოხდა. აიდინ ჰამზაევის მკვლელობის საქმეზე სამი წლის განმავლობაში არავინ იყო დაკავებული. ხოლო 8 თვსი წინ პოლიციამ მისი თანასოფლელი და ნათესავი, მაჰმუდ ალიევი განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით დააკავა.