გირაო თუ პატიმრობა - საქალაქოში 65 წლის პენსიონერის, ზურაბ მენთეშაშვილის საქმის განხილვა იწყება

24.12.25 13:51
გირაო თუ პატიმრობა - საქალაქოში 65 წლის პენსიონერის, ზურაბ მენთეშაშვილის საქმის განხილვა იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი 65 წლის ზურაბ მენთეშაშვილის საქმის განხილვას იწყებს. პროცესი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გაიხსნება და დიდი ალბათობით, მოსამართლე გადაწყვეტილებას ადგილზე გამოაცხადებს.

ზურაბ მენთეშაშვილი უკვე 44 დღეა შიმშილობს. პენსიონერს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდების მიხედვით, მენთეშაშვილი პასუხისგებაშია მხოლოდ იმის გამო, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზურაბ მენთეშაშვილის სისხლის სამართლის საქმის წინა სასამართლო სხდომა, სადაც სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ამასთანვე სასამართლო გადასინჯავს აღკვეთის ღონისძიებას და განსაზღვრავს არსებითი სხდომის თარიღს, - ამბობს ადვოკატი ჯანო ჭკადუა.  

შეგახსენებთ, რომ მენთეშაშვილი პროტესტში მონაწილე პირველი ადამიანია, რომელიც ე.წ. გზის გადაკეტვის ბრალდებით გამკაცრებული კანონის ამოქმედებისას დააკავეს. 

ის უკვე ორი თვეა წინასწარ პატიმრობაშია. 

მსგავსი სიახლეები