ტროტუარის გადაკეტვისთვის სასამართლოში დამიბარეს - CSB-ის დეკანი ელენე ჯღარკავა

24.12.25 16:46
ტროტუარის გადაკეტვისთვის სასამართლოში დამიბარეს - CSB-ის დეკანი ელენე ჯღარკავა

ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს.

აქ თუ ჩემს ნაცნობ ქოცებს გგონიათ ვნერვიულობ ან მეშინია რამის, ძალიან ცდებით!, - წერს ჯღარკავა. 

ჩემი პროტესტის 392-ე დღეს მახარეს, რომ ტროტუარის გადაკეტვისთვის სასამართლოში დამიბარეს.

სასამართლო ხვალ, 25 დეკემბერს 13:00 საათზე ჩამინიშნეს.

მოსამართლე - სანქცირებული მანუჩარ ცაცუა

აქ თუ ჩემს ნაცნობ ქოცებს გგონიათ ვნერვიულობ ან მეშინია რამის, ძალიან ცდებით!

#თავისუფლებარეჟიმისპატიმრებს და დამხობა რეჟიმს!, - წერს ჯღარკავა. 

მსგავსი სიახლეები