"ხალხს სული სძვრება უხელფასობით, საჭმლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობთ" - მოქალაქეები გაზრდილ ჯარიმებს აპროტესტებენ

24.12.25 18:29
"ხალხს სული სძვრება უხელფასობით, საჭმლის გარდა ვერაფერზე ვფიქრობთ" - მოქალაქეები გაზრდილ ჯარიმებს აპროტესტებენ

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებით შევსებული ბიუჯეტი - მოქალაქეები გაზრდილ ჯარიმებსა და შემოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ. 

  • შეგახსენებთ, რომ bpn.ge-ის ინფორმაციით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 410 მილიონს გადააჭარბა. გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტში ჯარიმებიდან შესული თანხა 52 მილიონით მეტია.

ტრასპორტის მძღოლები ხალხის უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ჯარიმების ზრდის ფონზე ხელფასები არ იზრდება - "ეს ჯარიმები გაიზარდა მართალია, მაგრამ ხელფასები არ აქვს ხალხს სული სძვრება, უმძიმესი მდგომარეობაა. ცხოვრება იმ დონეზე გაძვირდა, რომ საჭმლის გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობს ადამიანი".

მოქალაქეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" გაზრდილი ჯარიმებით ბიუჯეტის შევსებას ცდილობს - "ბიუჯეტში ფული აღარ აქვთ და იღებენ ჩვენით ამ ფულებს. 50-ლარიანი [ჯარიმა] გახადეს 100-ლარიანი, 100-იანი გახადეს 200-იანი. 200-იანი 400-იანი". 

მოსახლეობის თქმით, ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის - "ჯერ სად ვართ... ჰაერს რო სუნთქავ ეგეც ჯარიმაა უკვე. ყველაფერი გაზრდილია, გინდა პარკინგი იყოს, ყველაფერი გაზრდილია, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, ხაზზე თუ გადაიარე ეგეც ჯარიმაა და რა უნდა გააკეთონ. ბიუჯეტის და ჯიბის გაზრდა უნდათ, ამა მე ფეხებზე არ ვკიდივარ მაგათ?". 

მსგავსი სიახლეები