ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - რა დაადგინა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ და ვის ადებენ ხელს მოწმეების

24.12.25 18:31
ბიზნესმენის მკვლელობის საქმე - რა დაადგინა ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ და ვის ადებენ ხელს მოწმეების

იორმუღანლოში მოკლული ბიზნესმენის, აიდინ ჰამზაევის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება - ერთ-ერთი ვინც ჩვენება სასამართლოს მისცა ამტკიცებს, რომ საქმე რელიგიურ  ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება. ის დაკავებულ კაცს ხელს ადებს და ამბობს, რომ სწორედ მაჰმუდ ალიევი ემუქრებოდა ბიზნესმენს მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე.

დაცვის მხარეს მტკიცებულებად წარდგენილი აქვს საქმის მასალებში არსებული კადრების ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოკადრები პირის ამოცნობას გამორიცხავს, რადგან მკვლელს სახე ნიღბით აქვს დაფარული, დასკვნაში წერია, რომ ვიდეოში არსებული პირის და დაკავებული ალიევის ვიზუალური მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა.

დღეს სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ საქმეში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის გარდა, კიდევ ორი ექსპერტიზის დასკვნა დევს. 

იმ დღეს კახეთის პოლიციამ მაჩვენა, ვინ არის ეს ვიდეოკადრებშიო, მე პირადპი ვუთხარი, ამოვიცანი მაჰმუდ ალიევი. მაშინ არ დააკავეს ის კაცი, ცოტა ხანი დაიცადეს. მკვლელობამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ჩემი შვილიდან და ბიძაშვილიდან ფული უნდოდა, ემუქრებოდნენ", - ამბობს კაცი, რომელმაც დრეს ჩვენება ალიევის წინააღმდეგ მისცა. 

მკვლელობა იორმუღანლო 2022 წლის 21 სექტემბერს მოხდა. აიდინ ჰამზაევის მკვლელობის საქმეზე სამი წლის განმავლობაში არავინ იყო დაკავებული. ხოლო 8 თვის წინ პოლიციამ მისი თანასოფლელი და ნათესავი, მაჰმუდ ალიევი განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების ბრალდებით დააკავა. 

მსგავსი სიახლეები