ტროტუარზე დგომის საქმეები - წინასაახალწლო რეპრესიები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

24.12.25 21:24
ტროტუარზე დგომის საქმეები - წინასაახალწლო რეპრესიები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ

რუსთაველის გამზირზე, ტროტუარის გადაკეტვის ბრალდებით მოქალაქეებს სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ. ერთ-ერთი ასეთი სამოქალაქო აქტივისტის მიხეილ ზაქარეიშვილია, რომელსაც  "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დაურეკეს და უთხრეს, რომ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. 

პროცესების ნაწილი უკვე ჩანიშნულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს რუსთაველის ნაცვლად, აქტივისტები შესაძლოა იზოლატორებში შეხვდნენ.

პოლიცილების მიერ შედგენილ ოქმებში პირდაპირ წერია, რომ სავალი ნაწილის ჩახერგვის მიზეზით აქტივისტების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

აქციის მონაწილეები "ოცნების" წინასაახაწლო რეპრესიებზე საუბრობენ. 

ტროტუარზე დგომის ბრალდებით ასამართლებენ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს ელენე ჯღარკავას,  რომელიც პოლიციელის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართლადამრღვევია.

კიდევ ერთი აქციების მონაწილე ქალი, რომელსაც ტროუარზე დგომასა და მოქალაების გადადგილებაში ხელშელას ედავებიან, ანი ახმეტეტელია. პოლიციის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ ერთი მოქალაქის იდენტიფიკაციაზე სამი პოლიციელი მუშაობდა, ხოლო კადრები საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული კამერებიდან ამოიღეს.

კიდევ ვინ დაიბარეს სასამართლოში, ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები