კოლოსალური ჯარიმები ხალხს - მხოლოდ ერთ წელში ჯარიმებიდან ბიუჯეტში 410 მილიონი შევიდა

24.12.25 20:30
კოლოსალური ჯარიმები ხალხს - მხოლოდ ერთ წელში ჯარიმებიდან ბიუჯეტში 410 მილიონი შევიდა

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები რეიდების მსხვერპლები გახდნენ, მოულოდნელად მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ათასობით ლარის საახალწლო მაშხალები წაართვა. მეწამეები, ვისაც იმედი ჰქონდათ, რომ ახალ წელს შემოსავალს მიიღებდნენ ვალებში აღმოჩნდნენ. ხალხს აინტერსებს თუ არ შეიძლება ფოიერვერკების გაყიდვა, მაშინ რატომ აძლევენ საერთოდ ქვეყანში შემოტანის ან განბაჟების უფლებას.

ჯარიმა და წნეხი ხალხზე ხალხის ცხოვრებას გაუსაძლის ხდის - დღეს, ცნობილი გახდა, რომ 2025 წელს "ქართლმა ოცნებამ" ჯარიმების რეკორდი მოხსნა. ხალხის ჯიბიდან ბიუჯეტში მხოლოდ ჯარიმების სახით 410 მილიონი ლარი შევიდა. რაც წინა წელთან შედარებით 52 მილიონით მეტია. ყველაზე მეტი საგზაო წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულმა მოქალაქეებმა გადაიხადეს.

ჯარიმები იზრდება, ბიუჯეტში თანხები შედის, თუმცა არაფერი კეთდება საიმისოდ რომ ქვეყანაში საპარგინგე სისტემა მოწესრიგდეს და გზებზე ქაოსი აღარ იყოს. "ქართულ იოცნება", რომელიც წინა ხელისულების დროს "სითი პარკის" წინააღდეგ იბრძდა დღეს იმაზე მძიმე მდგომარობაში აგდებს ხალხს ვიდრე 2012 წლამდე ხდებოდა.

ეკონომისტების აზრით, ჯარიმების გაზრდის მიზანი ბიუჯეტში არსებული დანაკლისის შევსებაა და ამისთვის ისედაც გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო დიდ ფინანსურ წნეხს უწყობენ.

დეტალებით დიანა ჩირგაძე

მსგავსი სიახლეები