უწყვეტი პროტესტის 392 დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე
უწყვეტი პროტესტის 392-ე დღეს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დგანან.
- მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია: გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, როგორი კანონებიც არ უნდა მიიღოს "ქართულმა ოცნებამ" ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.
დაიწყეს აბსურდული კანონის აღსრულება, როგორც ჩანს. მე ჩავრთე ტელეფონზე ხმა, ველოდები რომ დამირეკავენ იმიტომ, რომ ყოველდღე ტროტუარზე ვდგავარ და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ახალი საშობაო სიმღერა გამოვუშვი, მაგის ვიდეოს ვაკეთებ, ეგ რო დავასრულო და მერე არ არის პრობლემა, რაღაცნაირად შევხმიანდეთ და ჩავჯდები ციხეში," - თქვა მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, ტროტუარის გადაკეტვის ბრალდებით სასამართლოში ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი დაიბარეს.