ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაბარებული აქტივისტები პროცესების მოლოდინში არიან - რა ხდება ადგილზე
ტროტუარზე დგომის გამო, სასამართლოში დაბარებული აქტივისტები პროცესების მოლოდინში არიან. პირველი აქტივისტი, ვის საქმეზეც მოსამართლე იმსჯელებს - ანი ახმეტელია. პროცესი წუთი წუთზე უნდა დაიწყოს. საქმეს სანქცირებული მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს.
აქტივისტი ამბობს, რომ არ იცის, უსამართლო სასამართლოს პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, თუმცა ყველაფრისთვის მზად არის.
შესაძლებელია ისიც, რომ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლონ, რაგან აქამდე არ მაქვს არანაირი დარღვევა და დავა სასამართლოსთან, მაგრამ ამ უსამართლო სასამართლოს პირობებში, არ ვიცით რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ზვიად ცეკვავა, ვნახოთ. მზად ვარ ყველაფრისთვის, - ამბობს ანი ახმეტელი.
ტროტუარზე დგომის საქმეზე სასამართლოში დღეს სხვა აქტივისტების საქმეებიც განიხილება. ყველა თანხმდება, რომ 31 დეკემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქართული ონება" ცდილობს, ყველა აქტივისტი ციხეში გაუშვას.
დღეს, 4832 დღეს, ახლა ტროტუარზე დგომისთვის ქართელების საუკეთესო ნაწილი უნდათ, ციხეში გაუშვან ახალ წელს. ეს არის ქაოსის, ძალადობის რეჟიმი და ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. აქ შიში არ არის მთავარი, აქ მთავარია, რომ ივანიშვილი არის მოძალადე და ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით და ფულის მოხვეტით არის დაკავებული, - ამბობს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.