ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - სასამართლოში გიორგი კაჭკაჭაშვილის და მამუკა ბაღდავაძის პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე სხედან.
კაჭკაჭაშვილს იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის დაფარვას.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ უნდა გადაწყვიტოს გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.
დღეს სასამართლოში ასევე ჩანიშნულია ამავე საქმის ფარგლებში კიდევ სხვა ბრალდებულების - გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის პროცესიც.
გიორგი კაჭკაჭაშვილის და მამუკა ბაღდავაძის მიმართ გაიმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარე წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელზეც სასამართლომ უნდა იმსჯელოს - მათი დასაშვებად ცნობის თაობაზე, ასევე გადაწყვიტოს, საქმე გადაეცემა თუ არა არსებითად განსახილველად. ჩვენი წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენიი გამოტანის სტანდარტი. გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად შეძენაზე გიორგი ჯოხაძესთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ და რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, მას წარდგენილი აქვს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე და დანაშაულის დაფარვაზე.
რაც შეეხება გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს, მათი წინასასამართლო სხდომაც დღეს, ოღონდ მოგვიანებით გაიმართება. ორი აქედან ძებნილია - დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე, ხოლო გიორგი მიქაძე არის დაკავებული და წარდგება სასამართლოს წინაშე", - ამბობს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.