თბილისში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს (ვიდეო)
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირ ზე მდებარე iStore-ის მაღაზია გაძარცვეს - ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ტექნიკის მაღაზია აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, რომ ძარცვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.
"თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 23/23ა, iStore -ის მაღაზია, დილის 6 საათი. სამწუხაროა რომ საპატრულო პოლიციის ყურადღების მიღმა დარჩა" - წერს მაღაზია "აისთორი".