ბავშვებისთვის მოპარული ფულის სკანდალი - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

25.12.25 13:48
ბავშვებისთვის მოპარული ფულის სკანდალი - ოპოზიცია კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ხატია დეკანოიძე ლილუაშვილ- გვანცელაძის სავარაუდო კორუფციულ სქემას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბაგა ბაღებისთვის განკუთვნილი ფულის მოპარვა ხდებოდა. 

  • პროკურატურის ვერსიით, გამოძიება იკვლევს კორუფციულ სქემას, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და მერიის თანამშრომლები. საუბარია იმ თანხებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საჯარო ბაღებისთვის გამოიყოფოდა.

დეკანოიძე კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან გამოძების მიერ დასახელებული კახაბერ გვანცელაძე, სწორედ მერიის თანამშრომელი იყო. 

მე მაინტერესებს, როდის დაიჭერენ კალაძეს - აცხადებს დეკანოიძე. 

კორუფცია, ძალადობა, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებიდან ფულის მოპარვა, ფაფას, წიწიბურას და კარაქს რომ ჭამდა, ამ ბავშვებს პარავდა ფულს. ყველაზე მნიშვნელოვანი, მე მაინტერესებს, როდის დაიჭერენ კალაძეს? იმიტომ, რომ კალაძეც არის დამნაშავე და როდესაც ამბობს კალაძე, რომ 30 ათასი თანამშრომლიდან მე არ შემიძლია ყველას კონტროლი, მაშინ როგორ შეუძლია იმ ადამიანების კონტროლი და გაგდება სამსახურიდან, რომლებიც პროტესტზე დადიან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს?  ზოგადად "ოცნების" რეჟიმი ძალადობის, კორუფციის და ქაოსის რეჟიმია", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფი  თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა.

ასევე ნახეთ: