რას ამბობს გიორგი მიქაძე ციხეში მოწყობილ ე.წ. შუმოკზე

25.12.25 15:52
რას ამბობს გიორგი მიქაძე ციხეში მოწყობილ ე.წ. შუმოკზე

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის დაგიორგი ჯოხაძის პორცესი იწყება. ბრალდებულებიდან ორი საქართველოში არ იმყოფება - გიორგი მიქაძე კი სასამართლოში მისვლაზე უარს აცხადებს.

გამოდის რომ დღეს განსასჯელის სკამზე არცერთი ბრალდებული არ იჯდება. პროცესს მხოლოდ მათი ადვოკატები დაესწრებიან.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე "პირველებმა" მთაწმინდის საძმოს წევრის, გიორგი მიქაძის ადვოკატს ჰკითხა რატომ არ ესწრება მისი დაცვის ქვეშ მყოფი სხდომებს, რაზეც გიორგი ყავლაშვილმა ტექნიკური მიზეზი დაასახელა. 

გიორგი მიქაძე დღეს არ ესწრება სხდომას. წინასასამართლო სხდომა ალბათ თვლის რომ არ არის ის ეტაპი, სადაც მას შეუძლია მტკიცებულებათა გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღოს. შემდეგ უკვე მოწმეების დაკითხვის და სხავდასხვა მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე, ბუნებრივია, რომ თვითონაც მიიღეს მონაწილეობას", - განაცხადა ყავლაშვილმა. 

ამის შემდეგ "პირველების" ჟურნალისტმა უფელებადამცველს კითხვა დაუზუსტა და ჰკითხა, ხომ არ უკავშირდება მიქაძის არ დასწრება ციხეში მოწყობილ ე.წ. შუმოკს  (ტერორს) რაზე საპასუხოდაც აღნიშნულ საკითხზე  ყავლაშვილმა გიორგი მიქაძის პოზიცია საჯაროდ გააჟღერა: 

მე ამ საკითხზე ამასთან რომ მისაუბრია, ასე ამბობს, რომ მას არასდროს გაუგია მისი მისამართით რაიმე მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებების საკითხი, რაც არის გავრცელებული. მას არც მოუსმენია, არც გაუგია,  შეიძლება რეალობასაც არ შეესაბამება ასე ფიქრობს და ეს ნამდვილად არ არის მიზეზი სხდომაზე არდასწრების. არის ტექნიკური მიზეზი. ფიქრობს, რომ მისი ახლა დასწრება იქნება ფორმალური და დაესწრება მაშინ, როცა არ იქნება ფორმალური. ის აუცილებლად დაარღვევს დუმილს და მოწმეების დაკითვაშიც მიიღებს მონაწილეობას და იმასაც იტყვის, რომ ამ საქმესთან საერთოდ არაფერი არ აკავშირებს", - აცხადებს ადვოკატი. 

ცნობისთვის, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ბადრი ნათობაძე [ბადუკა] აღიარებს, რომ გიორგი მიქაძისთვის მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორის, ე.წ. შუმოკების და გინების უკან თავად დგას.

კაცი, რომელიც მიქაძეების საძმოს წევრის მკვლელობისთვის 19 წლიან სასჯელს 2016 წლიდან იხდის, ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფიგურანტებთან პირადი შუღლი აქვს და "ქურდული დაკვეთა" აქ არაფერ შუაშია.

ჩანაწერში, რომელიც სასამართლო დარბაზიდან ტელეგრამ არხების მეშვეობით გავრცელდა, ისმის ლევან მოისწრაფიშვილის, იგივე "კვერცხას" ხმაც. გამოძიების ვერსიით, მოისწრაფიშვილი, რომელიც სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდის, მამიდაშვილის დახმარებით აქტიურად გადიოდა კავშირზე იტალიაში მცხოვრებ ე.წ. კანონერ ქურდთან, საიდანაც გიორგი მიქაძის შევიწროების დავალებებს იღებდა.