სასამართლომ გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე პატიმრობაში დატოვა - დაცვის მხარე გელა უძილაურის დაკითხვას ითხოვს

25.12.25 16:15
სასამართლომ გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე პატიმრობაში დატოვა - დაცვის მხარე გელა უძილაურის დაკითხვას ითხოვს

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლომ გიორგი კაჭკაჭაშვილი და მამუკა ბაღდავაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა. 

  • ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლსი საქმეში, კაჭკაჭაშვილს იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას ედავებიან, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს ცრუ ინფორმაციის მიწოდებას და დანაშაულის დაფარვას. 

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში მსჯავრდებულის, გელა უძილაურის დაკითხვას ითხოვს. 

ბრალდების მხარეს მამუკა ბაღდავაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ აქვს. დაცვის ხმარემ დაათვალიერა ავტონაწილების, დაშლილების საწყობთან მისასვლელი გზა. შესაბამსიად, უკვე თავლნათლივ დგას ის ფაქტი, რომ მამუკა ბაღდავაძე ფიზიკურად ვერ დაინახავდა გელა უძილაურს იქ ყოფნის პერიოდში, ვინაიდან იქ მივიდა, როგორც ადრე განვმარტავდი, მანქანის მოსატრიალებლად. აუცილებლად უნდა დაიკითხოს მოწმედ უძლაური. თვითონ ბრალდება ამბობს, არ იქნება რელევანტურიო, თორემ ჩვენ გვსურს", - ამბობს ადვოკატი 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.