კონკურენციის სააგენტოს შეფის პირველი კომენტარი სუსის მიერ დაანონსებული გამოძიების შემდეგ
კონკურენციის სააგენტოს შეფის პირველი კომენტარი სუსის მიერ დაანონსებული გამოძიების შემდეგ - ირაკლი ლექვინაძე ირწმუნება, რომ უწყება საკუთარი მანდატის ფარგლებში მოქმედებს და ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს. მისივე თქმით, აფასებენ კონკურენციის სათანადო პირობების არსებობასაც.
ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩენს საქმეს ვაკეთებთ ანუ ბაზრის მონიტორინგს ვახორციელებთ, რაც ნიშნავს, რომ ფასებთან ერთად კონკურენციის სათანადო პირობების არსებობას ვაფასებთ. ეს ანგარიშები ღიაა.
კითხვაზე, აქვთ თუ არა ინფორმაცია შესაძლო კარტერულ გარიგებებზე, ლექვინაძე ასე პასუხობს:
არ გვაქვს ამ ეტაპზე, ვერ დაგიდასტურებთ, - ამბობს ლექვინაძე.
მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ გუშინ გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება.
გუშინვე აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუსმა დაიწყო.