"ნუ მისდევს ახალი წელი მიხეილ ყაველაშვილს" - იურისტის ახალი მოთხოვნა შსს-ს

25.12.25 18:45
"ნუ მისდევს ახალი წელი მიხეილ ყაველაშვილს" - იურისტის ახალი მოთხოვნა შსს-ს

იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს ახალ განცხადებას უგზავნის და წერს, რომ 31 დეკემბერს გასამართ შეკრება/მანიფესტაციის მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა ემატება - "ნუ მისდევს ახალი წელი მიხეილ ყაველაშვილს". 

სათაური: კორექტირება უკვე დარეგისტრირებულ განცხადებაში

შინაარსი: ჩემი 2025 წლის 19 დეკემბერს შემოტანილ განცხადებაში (ID:CA00412518726339 regN: 4239450) მსურს კორექტირების შეტანა. 2025 წლის 31 დეკემბერს გასამართ შეკრება/მანიფესტაციის მოთხოვნებს ვამატებთ ერთ მოთხოვნას: ნუ მისდევს ახალი წელი მიხეილ ყაველაშვილს! ან დაეწიოს, ან თავი დაანებოს!" - წერს იურისტი განცხადებაში. 

ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება, გუშინ "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გაკეთებულ კომენტარს უკავშირდება, რომელმაც თქვა, რომ "ახალი წელი მოდის და ეს ისეთი თარიღია, ჩვენთვის ტრადიციული მითუმეტეს, ბავშვობიდან მოგვდევს".  

მსგავსი სიახლეები