კორშა-შატილის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
კორშა-შატილის გზის მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჟინვალი-კორშას გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - წერია განცხადებაში.