ტროტუარზე დგომისთვის სასამართლოში დაბარებული დიმიტრი ჯამბურია: 20 წლის მუშაობის შემდეგ, დღეს, გამოცდების ეროვნული ცენტრში ჩემი მუშაობის ბოლო დღე იყო
"20 წლის მუშაობის შემდეგ დღეს იყო გამოცდების ეროვნული ცენტრში ჩემი მუშაობის ბოლო დღე. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს" - ამის შესახებ დიმიტრი ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს.
ის იუმორით აღნიშნავს, რომ "კარგია რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო აღარ ხდება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება".
20 წლის მუშაობის შემდეგ დღეს იყო (naec.ge) გამოცდების ეროვნული ცენტრში ჩემი მუშაობის ბოლო დღე. დიდი მადლობა თანამშრომლებს, რომლებთანაც 20 წლის მანძილზე ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ და ამაყად ვემსახურებოდით საქართველოს ნათელ მომავალს. სამწუხაროდ ეხლა სასამართლოში მიწევს ჩემი სიმართლის და უფლებების დაცვა.
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს.
ისე რა კარგია რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო აღარ ხდება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება და ტროტუარზე დგომის გამო არ იჭერენ ხალხს," - წერს დიმიტრი ჯამბურია.
ცნობისთვის, დიმიტრი ჯამბურიას ხვალ, 26 დეკემბერს, აქციის მიმდინარეობისას ტროტუარზე დგომის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი აქვს ჩანიშნული.
