სანდრო წივწივაძემ დუმილი დაარღვია - რა თქვა ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულმა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებულმა, სანდრო წივწივაძემ სასამართლო სხდომაზე დუმილი დაარღვია.
ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ ირაღების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული გააჩნია, სწორედ ამიტომ ფლობდა ჯამში 9 გაფორმებულ იარაღს, რომლიდანაც 3 სხვას გადაუფორმა, 5 კი დაკარგა.
როგორ აღმოჩნდა ქილერის ხელში იარაღი, რომლითაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს? - ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა, რომ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს საერთოდ არ იცნობდა.
"ბატონო მოსამართლევ, სწორად გამიგეთ, იარაღი იმდენად ადამიანურად მიყვარს, რომ ჩემს სახელზე გაფორმებულ იარაღს მკვლელს არ გადავცემდი" - თქვა წივწივაძემ.
- წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იარაღის მიმართ სიყვარული ბავშვობიდან მოდის -ძალიან მიყვარს იარაღი ბატონო მოსამართლე. ყოველთვის ველოდებოდი დროს, რომ შემეძინა და კანონით მქონოდა შესაძლებლობა ფლობის. პირველად 18 წლის რომ გავხდი მაშინ შევიძინე სანადირო თოფი. ჩავაბარე გამოცდა ტესტირება ავიღე ფსიქო და წავედი მაღაზიაში. რომელში ნამდვილად არ მახსოვს. შემდეგ სხვადახვა პერიოდში ვიყიდე ისევ სანადირო უზის ტიპის იარაღები. ფილმში მქონდა ნანახი და ძალიან მინდიდა მქონოდა. ტარების უფლება მქონდა. ტყვიის შესაძენად რომ მივიდოდა ჩამიდია ეს უზის ტიპი და წავსულვარ ასე. პრობლემა არ იყო.
ერთი უზის თოფი გაუფორმე ჩემ ფეხბურთის გუნდელს, ფერმერულ საქმიანობას ეწეოდა და სჭირდებოდა, თავდაცვის მიზნით სურდა თუ არ ვცდები, რომ დაეცვა ტერიტორია.
მეორე უზის რა ბედი ეწია არ ვიცი ყველაზე ძალიან მე მაინტერესებს. მივდიოდი სანადიროდ გამაჩერეს ვაკე საბურთალოს ტრიტორიაზე და გამჩხრიკეს. დაშლილ მდგომარეობაში მედო ეს იარაღი, გაფორმებული წესრიგში იყო ყველაფერი. უნდა გადაგიყვანოთ დაგკითხოთო, რაღაც სროლა და დაჭრა მოხდა უნდა წაგიყვაონოთო. გადამიყვანეს და დამკითხეს. ამიღეს დენთის კვალი, ტანისამოსი ჩამოართვეს ამიღეს ნერწყვის ნიმუში და წაიღეს ეს ყველაფერი ექსპერტიზაზე. დამტოვეს დედიშობილა. 4300 ლარიანი უზიც ჩამოართვეს ძვირადღირებული კეტებიც და პასპორტიც.
რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ პერიოდულად ვაკითხავდი ვაკის პოლიციას და ვეკითხებოდი როდის დამიბრუნებთ იარაღს მეთქი - პასუხს არავინ მცემდა. გამოძიება მიმდინარეობს და რომ დასრულდება მერე დაგიბრუნებენო.
ერთ დღეს ვიღვიძებ და სახლში შემოდის პოლიცია დაიწყეს ჩხრეკვა. ახალი იარაღები მქონდა ნაყიდი 3 ცალი ერთი ვინჩესტერი 1 სპორტული რევოლვერი ტიპის გორის პოლიციიდან ვართო
საბურთალოზე რატომ ჩამოვიდნენ არ ვიცი სტანდარტული პასუხი ჰქონდათ .მერაბ კაჭკაშვილს, ჩემი უბნელია გიორგის მამაა, უნდოდა იარაღი. თვითონ რაღაც პრობლემა ჰქონდა საბუთების მე შემაძენინა და დროებით ჩემ სახელზე გადავიფორმეთ. რაღაც დროის გასვლის მერე ჩააბარა ტესტირება და მითხრა, რომ უკან სურდა მისი იარაღის გადაფორმება. გიორგიც გვახლდა თან. გადავუფორმე და დავიშალეთ.
ლაშა გავაშზე გადავაფორმე ერთი სანადირო უზკონის ტიპის იარაღი. ჩემი უბნელია ბავშვობის ძმაკაცი ისიც ფანასკერტელზე ცხოვრობს მოყვარულია და ძალიან კარგად ერკვევა იარაღში.
ძალიან უნდოდა ეს ჩემი იარაღი და დავუთმე ვაჩუქე ფაქტიურად და გადავუფორმე.ჯამში 9 იარაღი მქონდა გაფორმებული. 3 სხვებს გადავუფორმე და დამრჩა 5 რომელსაც დოლიძის სახლში ე.წ ჩულანში ვინახავდი.
გიორგი ჯოხაძე გავიცანი უკრაინაში. გოგონასთან ერთად ვიყავი ერთ ერთ წვეულებაზე. (ტრუსიკით რომ ვზივარ და ვითომ რომ მაკაჩავებენ) ეგ პერიოდია. სრული აბსურდი, რომ მე საზღვარი გადავკვეთე 4 იარაღით, ილუზიაა.
ვსაუბრობდით იარაღის თემაზე ჯოხაძესან ერთად სხვებიც იყვნენ ბიჭები გაიგეს რომ ვფლობდი და მოყვარული ვიყავი. ჯოხაძემ მკითხა როგორ შეიძლებოდა უზის ტიპის იარაღი საქართველოში მეტარებინა და ვხსნიდი პროცედურებს სულ ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია.რომ გავიგე ტელევიზიით რომ მოკლეს ლევან ჯანგველაძე ეგრევე ოფლმა დამასხა. გადავირიე პირადად არ ვიცნობდი მას, მაგრამ კარგი ამბები მქონდა გაგებული მასზე, ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული და კარგ კაცად ვცნობდი მოკლედ. მორალურად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, როგორია, რომ იგებ რომ შენ სახელზე რეგისტრირებული იარაღით ასეთი კაცი კვდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იარაღი მოპარულია თუ არა. მორალურად თავს ახლაც ძალიან ცუდად ვგრძნობ.
მოგვიანებით გააკეთეს ყალბი ფბ ექაუნთი ჯონათან ჯონის სახელით და იქ იწერებოდა საოცრებები ჩემზე თითქოს მამას დახმარებით კრიმინალური დაჯგუფებას გადავეცით იარაღი. მერე ვხედავ რომ ტვ პირველზე ტარიელ კაკაბაძე პირდაპირ მე მადებს ხელს, იძახის რომ მეტსახელად ჯანო ანუ მე რატომ არ ვარ გამოკითხული თურმე. ჩემ ადვოკატს დავურეკე ლანა ცერცვაძეს რა ხდება ჩემზე რატოა ინტერესი თქო. ვითხოვე გაერკვია და დავებარებინე პოლიციაში გამოკითხვაზე. მოკლედ დამაკავეს. ვიდრე ტელევიზიაში არ გავიდა რამდენჯერმე რეპორტაჟი ჩემ შესახებ და არ გახდა საკითხი რეზონანსული მანამდე არც კი დავუბარებივარ და მერე რა მოხდა არ ვიცი. დამიწერეს ბრალში რომ გელა უძიალურს იარაღი გადავეცი. წარმოუდგენელია. გელა უძილაურს საერთოდ არ ვიცნობდი. ბატონო.მოსამართლევ სწორად გამიგეთ იარაღი იმდენად ადამიანურად მიყვარს რომ ჩემს სახელზე გაფორმებულ იარაღს მკვლელს არ გადავცემდი.
მამუკა ჟიჟილაშვილმა რომ მოიკლა თავი ჩემ სახელზე გაფორმებული იარაღით, მაშინაც რომ დამიბარეს გამოკითხვაზე და მითხრეს ეს, გავგიჟდი ადამიანურად ძალიან ცუდად ვიყავი.რომ დამაკავეს იზოლატორში შემოვიდა ჩემი ადვოკატი ლანა ცერცვაძე ვესუაბრე წავიდა და ცოტა ხანში ისევ მეძახის ბადრაგი ადვოკატი შემოვიდა და ნახვა უნდა შენიო. გამიკვირდა ლანა ხო ვნახე რამდენიმე წუთის წინ თქო. თურმე სხვაა. შემოდის უცნაური ჰაბიტუსით მამაკაცი გიორგი ბარდაველიძე, რომელიც არ ჰგავს აშკარად იურისტს. ბიცოლაჩემი მიხსენა მერე მითხრა, რომ ტარიელ კაკაბაძის მეგობარი იყო და მოიპოვა ჩემი ნდობა. მე მსურდა რომ ტარიელამდე მისულიყო ჩემი სიმართლე, რაშიც ის მადანაშაულებდა. ვიფიქრე რომ ვინაიდან მეგობარი იყო კაკაბაძის მიიტანდა მასთან ინფორმაციას. დავთანხმდი რომ ყოფილიყო ჩემი ადვოკატი, ოღონდ იმ პირობით, რომ ლანა ცერცვაძე დარჩებოდა ძირითად ადვოკატად. ისეთი ცუდი სიტუაციააო ცუდ მდგომარეობაში ხარ და საქმეს შეგიკერავენ მე მაქვს კონტაქტები და დაგეხმარებიო. დავთანხმდი. დილას ჩამენიშნა სასამართლო გადმომიყვანეს სხდომაზე და ვხედავ რომ მხოლოდ ბარდაველიძე ზის ჩემ დასაცავად, ლანა არ არის. ვკითხულობ რატომ არ იყო და პასუხი არ მაქვს. გადამიყვანეს ციხეში მომათავსეს კარანტინში და ისევ შემოდის ბარდაველიძე. ლანას შემოსვლას ვითხოვ და არ შემოდის. ბარდაველიძეს მოუგვარებია ჩემებთანაც ლანასთანაც თურმე და ჩაიხსნა ლანა", - თქვა სასამართლოზე წივწივაძემ.
ბრალდებულს საათნახევრის განმავლობაში უსმენდა დღეს სასამართლო, თუმცა მას ჩვენების მიცემა არ დაუსრულებია. პროკურორს არ მიეცა საშუალება, რომ ჯვარედინი დაკითხვა ეწარმოებინა, სწორედ ამიტომ, პროცესი 16 იანვრისთვის გადაიდო.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.