რა მოხდა უკრაინაში - წივწივაძე გიორგი ჯოხაძასთან შეხვედრას ადასტურებს

26.12.25 13:21
რა მოხდა უკრაინაში - წივწივაძე გიორგი ჯოხაძასთან შეხვედრას ადასტურებს

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - საქალაქო სასამართლოში ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმეზე, ბრალდებულმა სანდრო წივწივაძემ დღეს უკრაინაში ყოფნა და გიორგი ჯოხაძესთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა გავრცელებული ვერსია, იარაღებთან დაკავშირებით საქმის გარჩევაზე მან უარყო. ბრალდებული მოსამართლის წინაშე ამტკიცებდა, რომ უკრაინაში წვეულებაზე გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, სადაც გიორგი ჯოხაძე გაიცნო.

ჯოხაძემ მკითხა როგორ შეიძლებოდა უზის ტიპის იარაღი საქართველოში მეტარებინა და ვხსნიდი პროცედურებს სულ ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია - თქვა წივწივაძემ. 

მისივე მტკიცებით, აბსურდია, რომ მან თითქოს საზღვარი 4 იარაღით გადაკვეთა. 

ჯამში 9 იარაღი მქონდა გაფორმებული. 3 სხვებს გადავუფორმე  და დამრჩა 5 რომელსაც დოლიძის სახლში ე.წ ჩულანში ვინახავდი. 

გიორგი ჯოხაძე გავიცანი უკრაინაში. გოგონასთან ერთად ვიყავი ერთ ერთ წვეულებაზე. (ტრუსიკით რომ ვზივარ და ვითომ რომ მაკაჩავებენ) ეგ პერიოდია. სრული აბსურდი, რომ მე საზღვარი გადავკვეთე 4 იარაღით, ილუზიაა. 
ვსაუბრობდით იარაღის თემაზე ჯოხაძესან ერთად სხვებიც იყვნენ ბიჭები გაიგეს რომ ვფლობდი და მოყვარული ვიყავი. ჯოხაძემ მკითხა როგორ შეიძლებოდა უზის ტიპის იარაღი საქართველოში მეტარებინა და ვხსნიდი პროცედურებს სულ ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია. 

რომ გავიგე ტელევიზიით რომ მოკლეს ლევან ჯანგველაძე ეგრევე ოფლმა დამასხა. გადავირიე პირადად არ ვიცნობდი მას, მაგრამ კარგი ამბები მქონდა გაგებული მასზე, ბევრი სიკეთე ჰქონდა გაკეთებული და კარგ კაცად ვცნობდი მოკლედ. მორალურად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, როგორია, რომ იგებ რომ შენ სახელზე რეგისტრირებული იარაღით ასეთი კაცი კვდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იარაღი მოპარულია თუ არა. მორალურად თავს ახლაც ძალიან ცუდად ვგრძნობ", - თქვა წივწივაძემ.

ბრალდებულს საათნახევრის განმავლობაში უსმენდა დღეს სასამართლო, თუმცა მას ჩვენების მიცემა არ დაუსრულებია. პროკურორს არ მიეცა საშუალება, რომ ჯვარედინი დაკითხვა ეწარმოებინა, სწორედ ამიტომ, პროცესი 16 იანვრისთვის გადაიდო.  

  • წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების გარდა, ასევე ბრალი ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

24 ოქტომბერს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა, უძილაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.