ტროტუარზე დგომის საქმე - გუგა სულხანიშვილის პროცესი გადაიდო

26.12.25 13:35
ტროტუარზე დგომის საქმე - გუგა სულხანიშვილის პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. დღეს, სასამართლო აქციის 15 მონაწილის საქმეს განიხილავს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარზე დგომას ედავება. 

ცოტა ხნის წინ დაიწყო აქტივისტი, გუგა სულხანიშვილის პროცესი, რომელიც მალევე გადაიდო. 

პროცესი გადაიდო, მაგრამ ძალიან მძიმე განწყობით გამოვედი იმიტომ, რომ რაც იქ ხდება... 4 ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელი იჯდა, შესახედავად ძალიან კარგი ბიჭები, 4 ფორმიანი ბიჭი, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ და ალბათ შემდეგ პროცესზე მოგვახსენებენ, როგორ ვაფერხებდი მე იქ მოძრაობას. თავის ცხოვრებას იწყებენ ტყუილით. 

მოსამართლე მანტიაში ძის, ამ ადამიანს არ ვიცნობ, არაფერი პირადული არ მაქვს, მაგრამ უკვე ამ სისტემის ნაწილი რომ არის, ამ სტრუქტურის ნაწილი რომ არის, თავის უფლებამოსილებას რომ არ იყენებს იმისთვის, რომ ამ პატარა ბიჭების ცრუმოწმეობას აღუდგეს წინ. ძალიან მძიმეა. ის რაც ამ პატარა დარბაზში ხდება, ეს არის სიმბოლო იმის მთლიანად რა დღეშიც არის ჩვენი ქვეყანა," - თქვა გუგა სულხანიშვილმა. 

მუხლი, რომლითაც აქტივისტების წინააღმდეგ საქმეები აღიძრა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე.