პროკურატურასთან აქცია გრძელდება - უწყებაში ევა შაშიაშვილის ადვოკატმა დამატებითი დოკუმენტაცია მიიტანა
პროკურატურასთან ევა შაშიაშვილის მხარდამჭერი აქცია გრძელდება - უწყებაში ცოტა ხნის წინ 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში დაკავებული ქალის ადვოკატმა დამატებითი დოკუმენტაცია მიიტანა.
უფლებადამცველის თქმით, ევას შვილს სტაციონარში ყოფნის 6 თვე ეწერება 30 დეკემბერს, საჭიროა ნებართვა, რომელიც დედამ უნდა გასცეს.
ადვოკატს აინტერესებს, თუ ვინ გასცემდა ამ თვეების განმავლობაში სტაციონარში დარჩენის სპეციალურ ნებართვას, როდესაც შშმ გოგოს დედა პატიმრობაში იმყოფებოდა.
დღეს წარმოვადგინეთ ეს დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ 30 დეკემბერს ევას შვილს უსრულდება სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის 6 თვიანი ვადა. თუ 6 თვსი შემდეგ, პაციენტი არ დათანხმდება მკურნალობას, აუცილებელია ეცნობოს პროკურორს ან მეურვეს. ევას გოგონა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. აუცილებელია ყოველთვიური ხელმოწერა, ამიტომ საინტერესოა ევას ციხეში ყოფნსი დროს ვინ აწერდა ხელს და ვის გასცემდა ყოველი თვის გაგრძელებაზე ნებართვას", - ამბობს ადვოკატი.
პროკურატურასთან აქციას ცოტა ხნის წინ სინდისის პატიმებსი მშობლები შეუერთდნენ. ასევე ადგილზე მივიდა შშმ თემიც.
ესმა გუმბერიძის თქმით, ევა შაშიაშვილის პატიმრობა მისი შშმ შვილსი პატიმრობასაც ნიშნავს, ამიტომაც აუცილებელია, რომ აქტივისტყი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ადამიანი, რომელიც არაფერში არ იყო ჩართული, მათ შორის არც ამ პოლიტიკურ საქმეებთან არ იყო შემხებლობაში, დედამისის ციხეში ყოფნის გამო, გამოდის, რომ ასევე იმყოფება პატიმრობაში. ამიტომ, აუცილებელია, რომ სასამართლომ ეს გარემოება გაითვალისწინოს", - თქვა ესმა გუმბერიძემ.
მყისიერი რეაგირების მოთხოვნით, აქციაზე მყოფი ქალი პოლიტიკოსები კვლავ მოითხოვენ გენერალურ პროკურორთან და მის მოადგილეებთან შეხვედრას, ამიტომ 18:00 საათამდე ქალი პოლიტიკოსები და ევა შაშიაშვილის მხარდამჭერები პროკურატურის შენობაში რჩებიან.
- შეგახსენებთ, რომ ევა შაშიაშვილის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.