ტროტუარზე დგომის საქმე - იურისტი, მიშა ზაქარეიშვილის პროცესი 13 იანვრამდე გადაიდო
მოსამართლემ იურისტი, მიხეილ ზაქარეიშვილის პროცესი 13 იანვრამდე გადადო. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარზე დგომას ედავება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დამსწრეთა ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა იურისტს ჰკითხეს, თუ გააფრთხილა ის საპატრულო პოლიციამ, 17 დეკემბერს, რომ ტროტუარიდან გადასულიყო, მიხეილ ზაქარეიშვილმა იკითხა სად უნდა გადასულიყო, რაზეც შსს-ს პასუხი არ ჰქონდა.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლო აქციის 15 მონაწილის საქმეს განიხილავს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ტროტუარზე დგომას ედავება.
მუხლი, რომლითაც აქტივისტების წინააღმდეგ საქმეები აღიძრა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე.