ტროტუარზე დგომის საქმეები - სასამართლომ დღეს ყველა პროცესი გადადო

26.12.25 17:32
ტროტუარზე დგომის საქმეები - სასამართლომ დღეს ყველა პროცესი გადადო

ტროტუარზე დგომისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებული ყველა სამოქალაქო აქტივისტის პროცესი გადაიდო. 

სხდომების გადადების მთავარი მიზეზი მტკიცებულებების არარსებობაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აქციის ვერცერთი მონაწილის შემთხვევაში ვერ წარადგინეს პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა რუსთაველის გამზირზე მდგომი მოქალაქეების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. 

ტროტუარზე დგომის საქმეები იანვარში გაგრძელდება. 

ცნობისთვის, მუხლი, რომლითაც აქტივისტების წინააღმდეგ საქმეები აღიძრა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე.