“აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ევა იქნება თავისუფალი“ - ქალი პოლიტიკოსების და შაშიაშვილის მხარდამჭერების მიმართვა

26.12.25 18:43
“აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ევა იქნება თავისუფალი“ - ქალი პოლიტიკოსების და შაშიაშვილის მხარდამჭერების მიმართვა

ქალი პოლიტიკოსები და ევა შაშიაშვილის მხარდამჭერები მიმართვას ავრცელებენ და პატიმრობაში მყოფი მარტოხელა დედის გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ისინი ამბობენ, შაშიაშვილს ჰყავს შშმ პირი შვილი და მას დედის გარდა მზრუნველი არ გააჩნი, შესაბამისად, მისი თავისუფლებაზე ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.

მათი თქმით, თუ ახალ წლამდე არ მოხდეს პატიმრობაში მყოფი ქალის გათავისუფლება, ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიაწვდიან ყველა დეტალს და საქმის ვითარებას და ამ გზით შეეცდებიან მიზნის მიღწევას.

ქალი პოლიტიკოსები გავერთიანდით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ქალის, მარტოხელა დედის, ევა შაშიაშვილის მხარდასაჭერად. მას ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელსაც დედის გარდა სხვა მზრუნველი არ გააჩნია. მოვითხოვთ, შაშიაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, შეეცვალოს გირაოთი. ამისთვის, ვითხოვდით გენპროკურორ, გიორგი გვარაკიძესთან და მის მოადგილეებთან  შეხვედრას. პროკურატურიდან, ჩვენთან შესახვედრად საქის პროკურორი, ვაჟა თოდუა და დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოვიდნენ. 

ჩვენ ვიმედოვნებ, რომ ახალ წლამდე პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს რომ ევა დაუბრუნდეს შვილს. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ევა შაშიაშვილის თავისუფლებისთვის. მივმართავთ ქალთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, მოვახსენებთ მათ საქმის დეტალებს და ვითარებას და დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და ევა იქნება თავისუფალი“, - განაცხადეს მათ.