"ვერ ვამჩნევ, რომ კობახიძე გამოფხიზლებულიყო, მსგავს ქცევებს ტირანული რეჟიმები მიმართავენ" - ბიზნეს მრჩეველი
"ვერ ვამჩნევ, რომ კობახიძე გამოფხიზლებულიყო" - ამის შესახებ ბიზნეს მრჩეველმა, მენეჯერმა ნიკა შურღაიამ განაცხადა და საკვებ პროდუქტებზე ფასების დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავს ქცევებს ავტოკრატიული და ტირანული რეჟიმები მიმართავენ. ნიკა შურღაიას განმარტებით, "ასეთი ტიპის რეჟიმები ვერ ახერხებენ ეკონომიკის ჯანსაღ მართვას და გადადიან ხელით მართვაზე".
ვერ ვამჩნევ, რომ კობახიძე გამოფხიზლებულიყო. ასეთ ქცევებს ავტოკრატიული და ტირანული რეჟიმები მიმართავენ და რამდენჯერმე მაქვს ეს ბელარუსში ნანახი. ბელარუსში დიდი ხანი ვმუშაობდი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც ვიყავი მანამდე. ლუკაშენკო ამას აკეთებდა არა 2-3 წლის წინ მარტო, არამედ 10 და 15 წლის წინაც. როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმები ვერ ახერხებენ ეკონომიკის ჯანსაღ მართვას, შემდეგ გადადიან ასე ხელით მართვაზე და ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი. საქართველოშიც ყოფილა ასეთი რაღაცები ლარის კურსი რომ ეცემოდა 90-იან წლებში, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ბრალდებოდა და ა.შ.," - განაცხადა ნიკა შურღაიამ.
შეგახსენებთ, რომ მაღალი ფასების საქმეზე ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს გამოძიება დაანონსა. კობახიძის თქმით, მაღაზიების მფლობელები უსამართლოდ ზრდიან ფასებს და საქართველოში პროდუქციას „შემოსვლიდან დახლამდე“ საშუალოდ 86% ემატება. შესაბამისად, ბიზნესს ახლა მოუწევს ახსნა, რატომ ხდება მსგავსი გაძვირება. კობახიძემ პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა სთხოვა.
აღნიშნული საკითხზე მოკვლევა სუს-მა დაიწყო.