გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

26.12.25 18:59
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - წერია განცხადებაში.