რატომ ტოვებენ ონკოპაციენტს ციხეში - რა ბედი ელის დაკავებული ქალის შშმ შვილს?

26.12.25 20:43
რატომ ტოვებენ ონკოპაციენტს ციხეში - რა ბედი ელის დაკავებული ქალის შშმ შვილს?

ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს დილიდან საქართველო პროკურატურასთან უწყვეტი პროტესტია. მოქალაქეები პროკურატურის საზოგადოებრივ მისაღებაში დილიდან შეიკრიბნენ და ქალი პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს. ვადა პროკურატურას  6 საათამდე ჰქონდა, თუმცა დრო ისე ამოიწურა,რომ გიორგი გვარაკიძე, პროტესტის მონაწილეებს არ შეხვდა.

არადა საქმე რთულადაა -  30 დეკემბერს, სინდისის პატიმარი ქალის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს სპეციალურ დაწესებულებაში ყოფნის 6- თვიანი ვადა ეწურება, ხოლო რა იქნება შემდეგ არავინ იცის.

გიორგი გვარაკიძის ნაცლად, პროტესტის მონაწილეებს ჯერ ევა შაშიაშვილის საქმის პროკურორი - ვაჟა თოდუა , შემდეგ კი პროკურორი დავით გუმბერიძე შეხვდა. საქმის პროკურორმა ქალის პატიმრობაში დატოვებას გამართლება მაინც მოუძებნა და დოკუმენტების სიმწირით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა  ჯერ კიდევ წინა სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა, რომ პატიმრის შვილთან დაკავშირებით ინფორმაცია სასამართლოს  გამოეთხოვა. ეს შუამდგომლობა მაშინ არ დაკმაყოფილდა, თუმცა, დღეს მარიამ ხაჭაპურიძემ პროკურატურას ეს დოკუმენტი მაინც მიაწოდა, ახლა კი რეაგირების მოლოდინშია. 

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ევა შაშიაშვილი ონკოპაციენტია, მისი შვილი კი შეზღდული უნარების მქონეა. დედის ციხეში ყოფნა შვილისთვის უმძიესი რეალობაა.

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული ქალი, რომლის ნასროლ ქვასაც არავინ და არაფერი დაუზიანებია, ციხიდან შველას ითხოვს.  პოლიტპატიმარს დრო ცოტა რჩება. 30 დეკემბერს მისი შვილის სპეცდაწესებულებაში ყოფნის ვადა იწურება, არავინ იცის,  დედის პატიმრობის პირობებში, ვინ უნდა უპატრონოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეს.  

ფოტო: "ნეტგაზეთი"

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.