ვის ხელში აღმოჩნდება ბიუჯეტის 145 მილიონი ლარი პატიმრების გამოსაკვებად?
ვის ხელში აღმოჩნდება ბიუჯეტის 145 მილიონი ლარი პატიმრების გამოსაკვებად? სავარაუდოდ, მომავალი წლიდან მსჯავრდებულებისთვის არაფერი შეიცვლება. ტენდერი დასრულდა ახლა, შერჩევა შეფასების ეტაპი დგას, თუმცა ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია ილი ჯგუფი ჩანს, რომელსაც უკვე 6 წელია ციხეებში კვება აბარია. სავარაუდოდ წელსაც კონტრაქტი ისევ ამ კომპანიასთან დაიდება.
"ილი ჯგუფი" პენიტენციური სამსახურს სთავაზობს რომ 145 მილიონის ნაცვლად 138 მილიონად 3 წლის განმავლობაში დღეში სამჯერ გამოკვებავს მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს და ციხის პერსონალს. დოკუმენტაციის თანახმად, თითო პატიმრის სამჯერად კვებაზე 14 ლარია გათვლილი. ადვოკატები პირველებს უყვებიან, რომ ათასობით პატიმარი, ვისაც ციხეების მაღაზიებში საკვების შეძენის საშუალება არ აქვს, იძულებულია, გაფუჭებული პროდუქტები მიიღოს.
მატლიანი თევზი, ქვიშიანი წიწიბურა, გაურეცხავი და გაუთლელი ბოსტნეული, გაფუჭებული ხორცი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, თუ რა ულუფა მიაქვთ პატიმრებთან. 2019 წლიდან 100 მლნ-ზე მეტი პენიტენციური სამსახურის რამდენიმე დაწესებულებაში მსჯავრდებულების გამოსაკვებად ილი ჯგუფმა მიიღო. სავარაუდოა, რომ ახალ კონტრაქტს სწორედ მას გაუფორმებენ, მიუხედავად იმისა, რომ უხარისხო პროდუქტს აწვდის საპატიმროებს.
ილი ჯგუფი იაშა ჩაჩუას ეკუთვნის, მისმა კომპანიამ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან არაერთხელ დაარღვია, 2022 წელს ამის გამო დააჯარიმეს კიდეც, მაგრამ მაინც უპირობო ლიდერია შესყიდვებში. ილი ჯგუფი შავი სიის ნაცვლად თეთრ სიაში აღმოჩნდება ხოლმე და გაფუჭებული პროდუქტების აღმოჩენის მიუხედავად ბიუჯეტიდან ფულს მაინც იღებს.