სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ხვალინდელ მარშს უერთდებიან

26.12.25 20:48
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ხვალინდელ მარშს უერთდებიან

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ხვალინდელ მარშს უერთდებიან, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყება და პარლამენტის წინ დასრულდება.

ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ისინი ყველას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, როგორც ახალგაზრდები, ისე ის ადამიანები, რომლებიც „ოცნების“ ქმედებებს აპროტესტებენ.

ხვალ სტუდენტები გეგმავენ თსუ-ს ეზოდან გამოემართნენ და შეუერთდნენ საერთო სახალხო მარშს, რათა ყველამ ერთად პარლამენტთან გადმოინაცვლონ. ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, პირველი მარშია, როცა უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, ამავე დროს რეჟიმსაც, რომ ამ ცვლილებასაც არ ვეგუებით. ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას, გთხოვთ, ყველას, ვიყოთ ბევრნი, რომ პასუხი გავცეთ ყველა იმ საკანონმდებლო, მახრჩობელ კანონებს, რასაც რეჟიმი იღებს, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

27 დეკემბერს 19:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მარში გაიმართება.