CD დისკზე, რომლის გადმოცემასაც აპირებენ, რაიმე სახის ვიდეო, ან აუდიო ჩანაწერი ვერ იქნება - ახალაიას ადვოკატი

26.12.25 21:46
CD დისკზე, რომლის გადმოცემასაც აპირებენ, რაიმე სახის ვიდეო, ან აუდიო ჩანაწერი ვერ იქნება - ახალაიას ადვოკატი

ბაჩო ახალაიას ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალები, რომლებსაც უახლოეს პერიოდში გადასცემენ, 42 ტომია და შესაძლოა დღეს ვერ გადასცენ.

მისი თქმით, CD დისკზე, რომლის გადაცემასაც აპირებენ, რაიმე სახის ჩანაწერი ვერ იქნება, რადგან მსგავსი სახის ინფორმაცია არ მოიპოვება საქმეში,

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებს - მითხრეს, რომ ძალიან მოცულობითია და უახლოეს პერიოდში, საათებში, გადმოგვეცემა დაახლოებით 42 ტომი, ასევე მატერიალურად შესაძლოა, დღეს ვერ მოხდეს და გადმოგვცენ CD დისკზე, რომელიც საფუძვლად უდევს ბრალის დადგენილებას.

ბრალის ფორმულირებაში მითითებულია სსსკ - ის 225 -ე მუხლის პირველი ნაწილი, ეს არის ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ამისთვის მინიმუმ კონკრეტული მყარი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, აუდიო, ვიდეო ჩანაწერი, მინიმუმ მოკლ ტექსტური შეტყობინება მაინც, მსგავსი სახის ინფორმაცია არ მოიპოვება საქმეში, შესაბამისად, მიგვაჩნია და თავადაც მიაჩნია, რომ ეს არის აბსურდული, - განაცხადა ადვოკატმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ბრალდება ცოტა ხნის წინ წარედგინა.