ახალაიას ადვოკატი: გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი, საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე
გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე, რაც გამაოგნებელია, - ამის შესახებ ადვოკატმა გია გოროზიამ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, მან ხელწერილზე ხელი არ მოაწერა და შეიტანა შენიშვნა, რადგნა ამით შეეზღუდებოდა დაცვის უფლების განხორციელება.
მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ჩემთვის გაურკვეველი იყო, რომ გამომძიებელმა ჩამოგვართვა ხელწერილი, საქმის მასალების გახმაურების აკრძალვაზე, რაც გამაოგნებელია, ჯერ მასალები არ იყო გადმოცემული და უკვე ხელწერილი დაგვაწერინა, სიმართლე გითხრათ, ხელი არ მოვაწერე, შევიტანე შენიშვნა, ვინაიდან, ამით მეზღუდება დაცვის უფლების განხორციელება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრალდება შემოიფარგლა იმით, რომ მხოლოდ ნაცნობობის და მეგობრობისთვის წარედგინა ბაჩოს ბრალი დღეს,- განაცხადა ადვოკატმა.