ვინც უცნობის ნავში ზის, იმას ნაღდად არ გაუმართლა, ხოლო ვინც ციხეშია, მაგათ მართლა გაუმართლა - არქიმანდრიტი დოროთე

27.12.25 00:14
ვინც უცნობის ნავში ზის, იმას ნაღდად არ გაუმართლა, ხოლო ვინც ციხეშია, მაგათ მართლა გაუმართლა - არქიმანდრიტი დოროთე

არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა ვიკა ბუკიას „პირველ ხაზში“ გამართლებაზე და სინდისის პატიმრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ესენი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისაც გაუმართლა, რადგან სწორედ ციხემ გამოაჩინა ისინი როგორი გმირებიც არიან.

გამართლებაზე რომ ვისაუბროთ, რომელს უფრო გაუმართლა, ვინც ციხეში მოხვდა, თუ ვინც უცნობის ნავში? ვინც უცნობის ნავში ზის, იმას ნაღდად არ გაუმართლა, ხოლო ვინც ციხეშია, მაგათ მართლა გაუმართლა. მიუხედავად იმის, რომ ციხე არ არის წყალობა, მაგრამ ღმერთმა ციხით ეს ადამიანები გამოაჩინა, როგორი გმირები არიან, ის გამოაჩინა. მათი პატიმრობა დროებითია, ამ პატიმრობაში ისინი საქართველოს გამძლეობას სწორედ მათით და რუსთაველზე შეკრებილი ხალხით ხედავენ. მსოფლიო ხედავს შეკრებილებს, მზია ამაღლობელს, მთავრობას და პატიმრებს, აი, ამით გვხედავენ, - განაცხადა დოროთე ყურაშვილმა.