შსს: ამოღებულია „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეტამფეტამინი“, „მეფედრონი“ და „მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი

27.12.25 10:37
შსს: ამოღებულია „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეტამფეტამინი“, „მეფედრონი“ და „მარიხუანა“ - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი: 2002 წელს დაბადებული გ.ც., 2007 წელს დაბადებული ლ.კ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ნ.ჰ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას და მათ მიერ მითითებული  ადგილებიდან, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეტამფეტამინი“, „მეფედრონი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები