ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

27.12.25 11:05
ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა

ისრაელმა სომალის სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა - ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სომალილენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ფორმალურად არის აღიარებული სუვერენულ სახელმწიფოდ.

ისრაელის სახელით დეკლარაციას ხელს აწერენ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი, ხოლო თავისი ქვეყნის სახელით ხელს აწერს სომალილენდის პრეზიდენტი აბდირაჰმან მოჰამედ აბდულაჰი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრალი გეგმავს, სომალილენდთან ითანამშრომლოს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და ტექნოლოგიების სფეროებში.

ცნობისთვის, სომალილენდი დაახლოებით 34 წელია, რაც დე ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევა.