თბილისი, შაბათის ტრადიციული სახალხო მარშისთვის ემზადება
თბილისი, შაბათის ტრადიციული სახალხო მარშისთვის ემზადება - პროტესტისთვის შეზღუდული ადგილების და ლიმიტების ამოქმედების მიუხედავად, შეკრება ამ საღამოს ზუსტად 18:00 საათზე თსუ-სთან დაიწყება.
სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ახალგაზრდები საკუთარ თანამოაზრეებს დაელოდებიან და შემდეგ ერთად მსვლელობით მელიქიშვილს და რუსთაველის გამზირს ჩაივლიან. მათ შეუერთდება 17:00 საატზე ფილარმონაისთან შეკრებილი ხალხიც.
ასეთი იქნება ევროპული მოქალაქეების პასუხი გეგმაზე, რომლის მიხედვითაც პროტესტი მხოლოდ პარლამენტის კიბეზეა დასაშვები.
ხალხი ასევე ითხოვს სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ითხოვენ კითხვებზე პასუხებსაც - რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ.
ახლა დანებების დრო არ არის - ამბობს მეხუთე პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი.
საჭიროა, როცა ე.წ. მთავრობა დგამს ჩვენს წინააღმდეგდ ა რეპრესიებსი მიმართულებით ნაბიჯებს, საჭიროა, ამაზე გვქონდეს ჩვენ რეაქცია. მომენტი არ არის მოსული, რომ დავნებდეთ და უკან დავიხიოთ. რა დროს შიშია", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.