სვანეთში ხე-ტყის ჭრისას ბიუჯეტისთვის ₾4 მლნ-მდე ზარალის მიყენების ბრალდებით დაკავებული 8 პირი პატიმრობაში გაუშვეს

27.12.25 13:14
სვანეთში ხე-ტყის ჭრისას ბიუჯეტისთვის ₾4 მლნ-მდე ზარალის მიყენების ბრალდებით დაკავებული 8 პირი პატიმრობაში გაუშვეს

თაღლითობაში მხილებული ბიზნესმენები პატიმრობაში გაუშვეს - როგორ კეთდებოდა დიდი ფული ხე-ტყის მასალების გაყიდვით და როგორ იმალებოდა გადასახადები? - დღევანდელ პროცესზე რვიდან არც ერთ ბრალდებულს თავი არ უმართლებია.

გამოძიება ამბობს, რომ სავარაუდო დანაშაული წლების განმავლობაში ხდებოდა. საუბარია 2022-იდან 2024-წლამდე პერიოდებზე. 

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულებმა ათეულობით კომპანია დააფუძნეს, სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით, 2021–2024 წლებში, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების,  ხის მასალის ტრანსპორტირება და შემგომ რეალიზაცია.

გამოძიების ცნობით, ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით — 3 926 261 ლარის ზიანი მიაყენეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205¹ მუხლის მე-3 ნაწილითა და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.