საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია, კახა მელიქიძე შიგნიდან განაგრძობდა ამის მხილებას და ამიტომ დასდეს ბრალი - ჩიქოვანი
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია, კახა მელიქიძე შიგნიდან განაგრძობდა ამის მხილებას და ამიტომ დასდეს ბრალი - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა "პირველებთან" განაცხადა.
ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ კახა მელიქიძე სამართლებრივ დავას დაიწყებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობსი წინააღმდეგ და გაიმარჯვებს კიდეც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია. კახა მელიქიძე შიგნიდან განაგრძობდა ამის მხილებას და სწორედ ამიტომ მას ფბ პოსტის გადაზიარების გამო დასდეს მესამედ ბრალი, რომ მას საზოაგადოებრივი მაუწყებლის ავტორიტეტი შელახა და იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად კახა წავა, დაიწყებს სამართლებრივ დავას, რომელშიც მერწმუნეთ, რომ გაიმარჯვებს.
მსოფლიო სტანდარტია ის, რომ შეუძლებელია დაადანაშაულო რაიმე შიდა რეგულაციების დარღვევაში მაშინ, როდესაც იგი აკრიტიკებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას. ეს არ არის რომელიმე ადამიანის პიროვნული თვისებების მიმართ გამჟღავნებული რაღაცა უკმაყოფილება, ეს არის პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა, რომელიც დღეს არ ესამხურება საზოგადოებრივ ინტერესებს", - განაცხადა ვასკა ივანოვ ჩიქოვანმა.