ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურეს - დარბაზი დაატოვებინეს ანი ნადარეიშვილსაც

27.12.25 13:30
ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურეს - დარბაზი დაატოვებინეს ანი ნადარეიშვილსაც

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი დახურეს - სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა.

პროკურატორმა სხდომის დახურვის მიზეზი განმარტა, თქვა, რომ საქმე შეიცვალს მოწმეების პერსონალური ინფორმაციას, მათ შორის სუს-ის თანამშორმლების პერსონალურ მონაცემებს.

დარბაზი დაატოვებინეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც. ის მოწმეა და საქმის ფარგლებში უნდა გამოიკითხოს. 

ცნობისთვის: 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

რა თქვეს სუსში? 

მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე,  პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.