ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.
ცნობისთვის, სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.