მტკიცებულებათა შინაარსში ვერ შევალ - ბაჩო ახალაიას საქმის პროკურორი
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი არ ამბობს, რა შინაარსის ზარები დევს ბაჩო ახალაიას საქმეში. სახელმწიფო ბრალმდმდებელი სასამართლო პროცესის შემდეგ, მედიასთან ირწმუნებოდა, რომ საქმეში არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა არ თქვა, რა შინაარსის.
მტკიცებულებათა შინაარსში ვერ შევალ - თქვა ბეჟუაშვილმა "პირველების" კითვის საპასუხოდ.
მიმდინარე საქმეში ფიგურირებს არაერთი პირი, მათ შორის სუს-ის წარმომადგენლები, ასევე გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის მასალები მათ შორის გახლავთ საიდუმლო. ამიტომ ამ მიზეზით იშუამდგომლა ბრალდების მხარემ იშუამდგომლა დახურვით.
როგორც უკვე მოგახსენეთ, საქმეზე სასამართლო სხდომა წარიმართა დახურულ რეჟიმში. საქმეზე არსებობს რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ასევე არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. შინაარსთან დაკავშირებით, მტკიცებულებათა შინაარსში ბრალდების მხარე ამ შემთხვევაში ვერ შევა, რადგან საქმე განიხილება დახურულ რეჟიმში. საქმეში არსებობს რიგი მტკიცებულბები, მომწეთა გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაციის დამადასტურებელი ინფორმაცია, შესაბამისად დადასტურებული არის წარდგენილი ბრალდება მტკიცებულებებით",- ამბობს პროკურორი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ბაჩო ახალაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამცოხადებას ახალაია არ დასწრებია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.
ცნობისთვის:
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
რა თქვეს სუსში?
მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.