"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - საზოგადოება ქართული თავისუფალი მედიის გადასარჩენად ერთიანდება
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - საზოგადოება ქართული თავისუფალი მედიის გადასარჩენად ერთიანდება.
ამ წუთებში ქიქოძის ქუჩაზე ონლაინ-მედიის მხარდასაჭერად ფლიმარკეტია მოწყობილი და დიდი საპროტესტო აქციის დაწყებამდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
დღეს ღონისძიებაზე შესული თანხა სრულად გადაირიცხე ერთ კონკრეტულ ანგარიშზე, რომელიც შემდეგ ონლაინ-მედიებს გადაერიცხებათ, რათა მათ ფუნქციონირება და არსებობა შეძლონ.
ეს ღონისძიება დამოუკიდებელი ონლაინ-მედიებსი მხარდასაჭერად იმართება. აქ არის სოლიდარობსი სივრცე, ადამიანებმა, დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერებმა მოიტანეს ნივთები. ტანსაცმელის, წიგნების, აქსესუარებსი გაყიდვით ისინი ეხმარებიან დამოუკიდებელ მედიას. ასევე ისინი, ვინც მოდიან და ყიდულობენ, ისინი ქმნიან დახმარებსი ქსელს", - ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი.