თავისუფლება ვახო ფიცხელაურს! - გორში საპროტესტო აქცია დაანონსდა

27.12.25 16:03
თავისუფლება ვახო ფიცხელაურს! - გორში საპროტესტო აქცია დაანონსდა

თავისუფლება ვახო ფიცხელაურს! - ამ სახელწოდებით, გორში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის მხარდამჭერი  აქცია დაანონსდა. ხალხი 29 დეკემბერს ფიცხელაურის სასამართლო პროცესამდე აპირებს შეკრებას. ფიცხელაურის საქმე გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო გერგაულმა უნდა განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო აქტივისტი ბოლო პროცესებს არ ესწრებოდა, 29 დეკემბერს ის აპირებს, რომ სასამართლოს წინაშე წარსდგეს. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ევროპული აქციების სტაჟიანი მონაწილე უსაფუძვლოდ ყავთ ციხეში გამოკეტილი.  

გორელი აქტივისტი 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავთ დაკავებული, მაგრამ მას თავდაპირველად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, ამ საქმეზე ცალკე განხილვები ტარდება. ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტი არ ეთანხმება. 

  • ცნობისთვის, დღეს, ვახო ფიცხელაურმა ერთ-ერთ სასამართლოში დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მას სხვა პირებთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

მსგავსი სიახლეები