"ეს მათი მხრიდან სარისკოდაც კი არის აღქმული" - ეკა ბესელიას თქმით, "ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებს

27.12.25 16:34
"ეს მათი მხრიდან სარისკოდაც კი არის აღქმული" - ეკა ბესელიას თქმით, "ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებს

ეკა ბესელიას თქმით, "ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებს, რადგან საჭირო მტკიცებულებები არ აქვთ. 

მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სარისკოდაც არის "ქართული ოცნებისთვის" აღქმული - ამბობს ბესელია. 

მსიი თქმით, სახელმწიფო არღვევს გამოძიების ჩატარების ვალდებულებას და ეს ცალკე დავის საფუძველი იქნება, რადგან სუს-ის მეირ ჩატარებული გამოძიება რელევანტურად ვერ ჩაითვლება. 

მარტივი არ არის, რომ დაიწყონ სამართლებრივი დავა იმ მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაზე და ანალიზზე, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული მტკიცებულებები. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სარისკოდაც არის "ქართული ოცნებისთვის" აღქმული. მათ უფრო პიარულად სჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებს უთხრან, რომ ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ამაზე ვდაობთ, მაგრამ, როგორ უნდა ედაოს? - ცილისწამებისთვის ალბათ. ამ დროდმე რომ არ არის არცერთი ნაბიჯი გადადგმული მათი მხრიდან, ეს მეტყველებს რა თქმა უნდა, მათი პოზიციის სისუსტეზე. მეორეს მხრივ, კიდევ უფრო მძიმე არის ის, რომ გამოძიების ჩატარების ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს აკისრია ამ დროს მოქალაქეების წინაშე, ამ ვალდებულებას არღვევს და ეს იქნება ცალკე დავის საფუძველი", - ამბობს ეკა ბესელია. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

 

მსგავსი სიახლეები