9 წლამდე პატიმრობა ემუქრება სეს-ის თანამშრომელს, რომელმაც საქონლის ყალბი ცნობა გასცა

27.12.25 16:28
9 წლამდე პატიმრობა ემუქრება სეს-ის თანამშრომელს, რომელმაც საქონლის ყალბი ცნობა გასცა

სუს-მა დააკავა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც 560 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან. შემთხვევა კასპში მოხდა. მდინარაძის უწყების მტკიცებით, საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები საჯარო მოხელემ ისე დაამზადა, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულნი არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია", - თქვეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები