აქცია დიდუბის ავტოსადგურში - რას აპროტესტებენ მძღოლები

27.12.25 17:20
აქცია დიდუბის ავტოსადგურში - რას აპროტესტებენ მძღოლები

მძღოლების პროტესტია ამ წუთებში დიდუბის ავტოსადგურში - თვითდასაქმებული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ მგზავრების გადაყვანას უკრძალავენ.

ხალხი, ვინც უკვე წლებია თავს თბილისიდან გორში მგზავრების გადაყვანით ირჩენს, ეუბნებიან რომ მათ ამის უფლება აღარ ექნებათ და თუ სპეციალური ლიცენზიის გარეშე განაგრძობენ მუშაობას - დაჯარიმდებიან.  

მძღოლებს აქვთ ეჭვი, რომ ოკრიბის სადგურიდან მათი გაძევება გადაწყვეტილი და ამ უკანასკნელის უკან შესაძლოა კონკრეტული პირების ინტერესებიც იმალებოდეს. 

მე-17 წელია ამით ვარჩენთ ოჯახს, ახლა 1000 ლარიან ჯარიმებს გვიწერენ, რის საფუძველზე არის ეს, არავინ იცის. აგერ მგზავრები გველოდებიან სიცივეში  და გადაყვანა უნდათ, ვეუბნებით, რომ ვერ წავალთ, იმიტომ, რომ 1000 ლარიან ჯარიმებს გვიწერენ. მოვლენ, უცებ დააძრობენ საბუთებს, ურეკავენ საპატრულო პოლიციას და გვიწერენ ჯარიმას. 1000 ლარზე რომ ვიმუშაო, შეიძლება მთელი თვე ვერ მოვაგროოთ. ერთ რეისს ვაკეთებთ, რომ პურის ფული წავიღოთ. წადითო გვეუბნებიან, სად წავიდეთ? მოგვცენ რარაცა სამსახური, დაგვაკმაყოფილონ,  მოგვცენ რაღაცა ადგილი, რომ 5-6 მანქანა დადგეს", - ამბობს მძღოლი. 

მსგავსი სიახლეები