პოლიციამ 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

28.12.25 10:37
პოლიციამ 712 გრამი  „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფელ კავთისხევში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში მდებარე ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნაგებობისა და სახლის მიმდებარე ტერიტორიის ჩხრეკის შედეგად, 712 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები