წინასაახალწლოდ ფასები კიდევ უფრო გაიზარდა - რას ამბობენ მოქალაქეები

28.12.25 11:20
წინასაახალწლოდ ფასები კიდევ უფრო გაიზარდა - რას ამბობენ მოქალაქეები

წინასაახალწლოდ ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში პროდუქტებზე ფასები კიდევ გაიზარდა. ამის შესახებ ის მოქალაქეები საუბრობენ, რომლებიც "პირველებმა" ქუჩაში გამოკითხა.

კითხვაზე, რა შეღავათი ნახეს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ მაღალი ფასების საქმეზე გამოძიება დააანონსა, მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ "ვერაფერი" და პირიქით, ფასები სურსათზე კიდევ უფრო გაიზარდა.

ძალიან ძვირია. საახალწლოდ კიდევ უფრო აძვირებენ. არანაირი იმედი არ მაქვს, უფრო უმატებენ დაკლების მაგივრად. უკუღმა აკეთებენ, რასაც ამბობენ. ტყუილად აიმედებენ ხალხს, არანაირი შეღავათი არ მგონია, რომ იყოს. პენსიით რა უნდა შევძლო? ორი კილო ხორცი რომ ვიყიდო ეგაა, - ამბობს მოქალაქე. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ დაანონსებული გამოძიების მიუხედავად, ფასების კლების მოლოდინი არ აქვთ.  

საშინელი ფასებია. ჩვენთვის არის ეს შეუძლებელი, უბრალო მოკვდავი ხალხისთვის. ქათამზე, ინდაურზე, ზეთზე - ყველაფერზე მომატებულია ფასები. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, - 

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ფასები რეკორდულია ისეთ პროდუქტებზე კი, რომელიც, წესით, საქართველოში ძვირი არ უნდა ღირდეს. 

კიტრი, პომიდორი შემოდის რაღაც უბედურება და და იმაზეც 6, 7, 8 ლარი. შეიძლება? საქართველოს ისეთი პოტენცია აქვს, უკუღმა რომ გადააგდო, წაღმა ამოდის ყველაფერი. 

მაგან (კობახიძემ) დაიწყოს ჯერ ჯანდაცვიდან და მერე გავიდეს ამ საწყალ ხალხზე, - ამბობს მოქალაქე. 

 

მსგავსი სიახლეები